Saturday, November 2, 2013

მე-2 მოდულის რეფლექსია:

1-ლი დღე - ,გამოვკვეთეთ არჩეული პროექტის საფუძვლები- შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, გავეცანით უკვე დასრულებული  პროექტების ნიმუშებს, ,გავიაზრეთ პროექტის მიზნები და ამოცანები, ჩამოვაყალიბეთ,  რა შედეგზე შეიძლება გაგვიყვანოს არჩეულმა პროექტმა, ჩვენმა საოცრად ენერგიულმა ტრენერმა დაგვარწმუნა იმაში ,რომ წარმოუდგენელია 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების გამომუშავება  პროექტ-გაკვეთილების გარეშე.
ამავე დღეს შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები,გაჩნდა საინტერესო იდეები,
მოვახდინეთ აზრთა გაცვლა -გამოცვლა,დავრწმუნდით, სწორად მიგნებული კითხვები -როგორც ზოგადი, ასევე თემატური მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პროექტის წარმატებას.


ზოგადი კითხვა
რამ შეიძლება დაარღვიოს სამყაროს ჰარმონია?
თემატური კითხვები

რატომ ხდებიან ბავშვები აგრესიულნი?
როგორ ესაუბრება გალაკტიონი 21-ე საუკუნის აუდიტორიას?

შინაარსობრივი კითხვები
რა ქმნის კონტრასტულ სახეებს გალაკტიონის ლექსში ,,ბავშვები კაფეში’?
როგორ უყურებს მშიერ ბავშვებს საზოგადოება?
რა მიანიშნებს საზოგდოების გულგრილობაზე?
საიდან ჩანს, რომ ეს ბავშვები მოძალადეებად ჩამოყალიბდებიან?

მე-2 დღე
ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და შევქმენით პროექტის გეგმის პრეზენტაცია

No comments:

Post a Comment