1-ელ დღეს გავიღრმავეთ ცოდნა პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით,როგორ დაგვეხმარება პროექტები სასწავლო სტანდარტების მიღწევაში, ყურადღება გავამახვილეთ 21-ე საუკუნის ანუ მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვევების დამკვიდრებაზე, დავრწმუნდით, რამდენად აუცილებელია ისტ-ის გამოყენება დღევანდელ რეალობაში.
მე-2 დღეს ვიმუშავეთ ბუკლეტებზე, ეს ხომ იგივე რეკლამაა! რათა მოვაწონო სხვასაც ჩემი იდეები,შევურჩიო საინტერესო სათაური, ავარჩიო შესაფერისი სლაიდები ,მოკლედ ისე გამახალისა ბროშურის შექმნამ, რომ გადავწყვიტე ,ოპერატულად ჩემს მოსწავლეებსაც დავეხმარო ანალოგიურად შექმნან საინტერესო ბროშურები აღნიშნულ თემაზე ,რაც დარწმუნებული ვარ, მათაც უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს ასეთი შემოქმედებითი მუშაობა.ხო, კიდევ ერთი,არ შემიძლია, არ გითხრათ გულით ნაგრძნობი- ამ დღეებში გამოძახებული ვიყავი თბილისში საგნობრივ ტრენინგზე, მაგრამ ახლობლის რჩევით, ვერ წავედი,ვსაყვედურობდი მას,რომ ადგილზე დავრჩი და აქ მიწევდა ტრენინგი- პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით,
მაგრამ იმდენად მოვიხიბლე პირველივე დღიდან მეტად საჭირო და საინტერესო ტრენინგით ,პირიქით, მადლობელი დავრჩი მისი
ბუკლეტი